Wednesday, December 12, 2018
Tuesday, December 11, 2018
ტაფლის ტორტი
შემადგენლობა:
ცომისთვის:
- 3 ჭიქა ფქვილი , 1ჭიქა თაფლი
- 6 კვერცხი, 2 ჩ.კ სოდა
- 1ს.კ წვრილად დაჭრილი ნიგოზი
- 1,5 ჭიქა შაქარი
კრემისთვის:
- 500 გრ არაჟანი
- 1.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი
მოსართავად:
- 100 გრ შოკოლადი
მომზადება:
ცომის მოსამზადებლად კვერცხი ავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავუმატოთ სოდა, გამდნარი თაფლი, ნიგოზი, გაცრილი ფქვილი. მივიღებთ სქელ ცომს. ცომი გავყოთ 4 ნაწილად და გამოვაცხოთ 15 წუთი 180 გრადუსზე გაცხელებულ აერღუმელში, შევარდისფერებამდე.
კრემის მოსამზადებალდ შაქრის პუდრა ავთქვიფოთ არაჟანთან ერტდ. ფენებს გვერდები ჩამოვაჭრათ და დავფშხვნათ. ფენები ერთმანეთს შევურიოთ კრემით, ზედაპირი მოვრთოთ კრემით და გამდნარი შოკოლადით, კვერდები კი ნაფშხვენებით.
ნოვრუზ ბაირამობის კერძები "ფახლავა"
უგემრიელესი ფახლავის ბევრჯერ ნაცადი რეცეპტი
ინგრედიენტები
- კვერცხი - 5 ცალი
- მარგარინი - 400 გრ
- მაწონი - 1 ჭიქა
- სოდა - 1 ჩკ
- ვანილი - 2 შეკვრა
- მარილი - 1/4 ჩკ
- ფქვილი - 4 ჭიქა
- შაქარი - 2 ჭიქა
- თხილი ან ნიგოზი - 1 ჭიქა
- ქიშმიში - 1 ჭიქა
მომზადების წესები
1. 400 გრ მარგარინი ათქვიფეთ მიქსერით, ჩაამატეთ 4 კვერცხის გული, 1 ჭიქა მაწონი+ 1 ჩკ სოდა, ვანილი, მარილი და 400 გრ ფქვილი. შედგით ცომი მაცივარში 1 სთ.
2. გულსართი: ამოიყვანეთ 5 კვერცხის ცილა, ნელ-ნელა ჩააყარეთ 2 ჭიქა შაქარი, ვანილი, 1 ჭიქა დაჭრილი თხილი და 1 ჭიქა ქიშმიში.
3. მომზადება: გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გაყავით 3 ნაწილად და გააბრტყელეთ. ჩააფინეთ პირველი ფენა ცხიმმოსმულ ჟარონაზე, ზემოდან წაუსვით მომზადებული ბეზეს ნახევარი, დააფინეთ მეორე ფენა და გაიმეორეთ იგივე. ბოლო ფენას წაუსვით რძეში გათქვეფილი კვერცხი, ჩაჭერით რომბისებურად და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

პირველი ჩანაწერა ბლოგზე
ეს ბლოგი განკუთვნილია ადამიანებისთვის რომლებსაც უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და სხვადასხვა ტიპის ტკბილეულის მომზადება.
Subscribe to:
Posts (Atom)